- ნარკოტიკების მოხმარება
- იურიდიული ტერმინია და ნიშნავს ნარკოტიკული საშუალებების მხოლოდ მოხმარებას, რომელიც გამიჯნულია სხვა ქმედებებისგან, როგორიცაა შენახვა, კულტივირება, ტრანსპორტირება ან მიწოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოწევა, ინექცია, შესუნთქვა ან ყლაპვა წარმოადგენს დანაშაულს, მაგრამ იგი არ გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების შენახვას. პრაქტიკაში შეუძლებელია ნარკოტიკის მოხმარება ისე, რომ მას არ ფლობდე, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობა განასხვავებს ამ ორ ქმედებას და ნარკოტიკების მოხმარება ითვლება ცალკე დანაშაულად.Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002
Georgian encyclopedia. 2013.